ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა ახლა დიდწილად განადგურებულია.
"რუსეთის ოპერაციას ძირითადად "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" პირველი არმიის კორპუსი ახორციელებს, ადგილობრივი პერსონალი, რომელიც კარგად იცნობს ტერიტორიას. ავდეევკა დონბასის კონფლიქტის ფრონტზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქი ახლა დიდწილად განადგურებულია.
ტაქტიკურად, მსგავსი სიტუაციაა უფრო დიდ ქალაქში, ბახმუტში, ჩრდილოეთით. უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდაცვას ორგანიზებულად, მაგრამ დასავლეთიდან მათი გადაადგილების მარშრუტები მზარდი საფრთხის ქვეშაა", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის რეგიონებზე შეტევას აგრძელებენ. მათი თვადასხმის ძირითადი მიმართულებებია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და შახტიორსკი.