ბრიტანეთის არმიაში ჯარისკაცებსა და ოფიცრებს წვერის ტარების უფლება მისცეს. არმია ბოლოა შეიარაღებული ძალებიდან, რომელმაც წვერის ტარების პოლიტიკა შეცვალა.
სახის თმასთან დაკავშირებით არმიის პოლიტიკის გარშემო დისკუსია წლებია გრძელდება. ცვლილებების კი მას შემდეგ განხორციელდა, რაც არმიას რამდენიმეთვიანი განხილვა ჰქონდა. აქამდე სამხედრო მოსამსახურეებს მხოლოდ ულვაშის ტარების უფლება ჰქონდათ.
სერჟანტ პოლ კარნის თქმით,კონსულტაციები გაიარეს მეფე ჩარლზ მესამესთან, ბრიტანელ პოლიტიკოსებთან და მოკავშირეებთან.
"იყო აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც თვლიდა, რომ არმიამ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და ჯარისკაცებისთვის წვერის ტარება დაუშვას. მოვუსმინეთ და მივიღეთ ზომები", - აღნიშნა კარნიმ.
ოფიცრებსა და ჯარისკაცებს უფლება ექნებათ გაიზარდონ წვერი, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ პროფესიული გარეგნული სახე და დაიცვან კონკრეტული მითითებები იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს წვერი. ცვლილებები დაუყოვნებლივ შედის ძალაში, რათა სააღდგომო დღესასწაულებზე მყოფებმა წვერის გაზრდა შეძლონ.
წვერის პოლიტიკის ცვლილების მომხრეა თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი. გასულ წელს Times-თან ინტერვიუში მან პოლიტიკას "სასაცილო" უწოდა და მისი "მოდერნიზაციისკენ" მოუწოდა.