ბრიტანეთი: რუსეთმა აღმოსავლეთ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით კოორდინირებული შეტევა დაიწყო

ბრიტანეთი: რუსეთმა აღმოსავლეთ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით კოორდინირებული შეტევა დაიწყო

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით კოორდინირებული შეტევა დაიწყეს.

"რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით კოორდინირებული შეტევა დაიწყეს. 2023 წლის იანვრის შემდეგ, ეს იქნება რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაცია", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას აქტიურად ესხმიან თავს. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსების მიერ ავდეევკას აღება მოკლევადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია.

უკრაინის ბოლო ცნობებით, რუსეთს ავდეევკას ალყაში მოქცევის წარუმატებელი მცდელობები აქვს. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა დღის განმავლობაში მტრის 10 თავდასხმა მოიგერიეს.