ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მობილიზაციის გამოცხადება ნაკლებად სავარაუდოა.
"რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მობილიზაციის გამოცხადება ნაკლებად სავარაუდოა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითქმის დარწმუნებულია, რომ კვლავ იყრის კენჭს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია.
არსებობს ვარაუდი, რომ პუტინის საარჩევნო კამპანია არაოფიციალურად 2023 წლის ნოემბერში დაიწყება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
29 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მედია Ria Novosti-მ გაავრცელა.
პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.