ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი რაბოტინოს მახლობლად ძალების გადანაწილებით "თავის გადარჩენას" ცდილობს.
"უკრაინული ქვეითი ჯარი აგრძელებს ეტაპობრივ ტაქტიკურ წინსვლას რუსეთის პოზიციებზე. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებას აღწევენ ბახმუტის სამხრეთით, კლიშივკასა და ანრიივკას მიმართულებით კი წინ მიიწევენ", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, პოზიციების გასაუმჯობესებლად რუსეთი თავისი ქვედანაყოფების შეცვლას სხვა მებრძოლებით ცდილობს. ისინი ახლა რაბოტინოს მახლობლად არიან გადანაწილებული. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ მებრძოლების გადანაწილება, სავარაუდოდ, ოკუპანტების შეტევით ქმედებებს შეზღუდავს.
"ეს გადანაწილებები, სავარაუდოდ, შეზღუდავს რუსეთის უნარს, განახორციელოს შეტევითი ოპერაციები ფრონტის ხაზზე. გადანაწილება ასევე მიუთითებს ზეწოლაზე თავდაცვით ხაზებზე, განსაკუთრებით რაბოტინოს გარშემო", - ნათქვამია განცხადებაში.