ბრძოლა გრძელდება

ბრძოლა გრძელდება

"ჩვენს ცნობიერებაში აღარაა ეს ის ოპოზიცია, რაც არჩევნებამდე იყო - ჩვენი მთავრობაა უკვე ეს! “ვის მივცეთ ხმა, არ ვიცითო” რომ ამბობდა ხალხი, მორჩა ეგ - უკვე მივეცით ხმა, ვაღიარეთ ჩვენს მთავრობად! ახლა სადმე უნდა დაგვიდასტურონ, რომ აქ არიან და მათ გვერდში ვიდგებით... არაფრით არ შეიძლება ახლა ტემპის დაგდება... " - ეს შეტყობინება ლაშა ბუღაძეს მისმა მეგობარმა მიწერა და ლაშამ საჭიროდ ჩათვალა ის გაესაჯაროებინა და მეც გაგაცანით რადგან ახლა რაღაც განსხვავებების და უთანხმოების დრო და სივრცე აღარ არის - ახლა ისტორიული, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველას ერთად ბოლო შანსი გვაქვს უზურპატორს ძალაუფლება და ხელისუფლება კი არა მიტაცებული საქართველო გამოვტაცოთ რუსული კლანჭებიდან. ან ვეგუებით მიტაცებულ არჩევანს და ტოტალიტარიზმის გზაზე შემდგარ ავტოკრატიას, ან ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ხვალ ამ ბრძოლის კიდევ ერთი დღეა - აქცია იმ ადგილას, სადაც არაერთხელ გადაწყდა საქართველოს ბედი. რა განწყობებია საზოგადოებაში ხვალინდელი აქციის წინ ლიზა ციციშვილის და ზურა შერმადინის რეპორტაჟიდან გავიგებთ.