ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ეროვნული კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ეროვნული კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ეროვნული კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ბარიკადები გადაკვეთეს და იმ პანდუსზე იმყოფებიან, რომელიც დეპუტატთა პალატისა და სენატის შენობების სახურავზე წვდომის საშუალებას იძლევა.

შენობაში შეჭრილი მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას დასამხობად სამხედრო ჩარევას ითხოვენ.

სენატში აცხადებენ, რომ გმობენ "ანტიდემოკრატიულ აქტებს" და სასამართლოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.