ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა, დანგრეულია ასობით სახლი

ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა, დანგრეულია ასობით სახლი

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. მეწყერის გამო დანგრეულია ასობით სახლი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით სამხედრო და მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ამ დროის მონაცემებით, ესპირიტუ-სანტუში 15 ადამიანი დაიღუპა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 279-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რიოს შტატში მეწყერის შედეგად სახლი ჩამოინგრა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ცნობით, მაშველებმა შტატის მასშტაბით 90-ზე მეტი მოსახლე გადაარჩინეს.