პარასკევს შუადღისას, ბრაზილიაში, სან-პაულუს აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
სროლისას ერთი ქალი დაიჭრა. ასევე, ორი კაციც, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან იყო დაკავშირებული.
სან-პაულუს შტატის უშიშროების მდივანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.