საბა გახოკიას მკვლელობაში ბრალდებულმა თავისი წინა ჩვენება უარყო. კახა კამლაძე, რომელმაც გოგებაშვილის ქუჩაზე გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელი მოკლა, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ გახოკიას დაუძახა - სდექ, პოლიცია. სასამართლოზე კი დღეს კამლაძემ განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი სიტყვები არ უთქვამს. წინა სხდომაზე გიჩო მარგველაშვილიც ამტკიცებდა, რომ გამაფრთხილებელი შეძახილი გაიგონა. არადა გავრცელებული ვიდეოკადრებში, რომელსაც თან აუდიოც ახლავს, მსგავსი არაფერი ისმის.