ბორჯომის მერი ტყეში ხანძარზე: დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟ ვერტმფრენებს

ბორჯომის მერი ტყეში ხანძარზე: დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟ ვერტმფრენებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი აცხადებს, რომ ხანძარი ბორჯომის ტყეში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზეა და ადგილზე რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული მძიმე ტექნიკა, დილით კი ვერტმფრენებს ელოდებიან. როგორც მერი აღნიშნავს, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან მოშორებით არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ხანძრის კერა დაახლოებით შუადღისთვის იქნა აღმოჩენილი. ადგილზე გასულია რეინჯერთა ჯგუფი, რადგან ეს ტერიტორია ნეძვის აღკვეთილში შემავალი არეალია. მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილზე გვყავს ორი მძიმე ტექნიკა – მაღალი გამავლობის ბულდოზერები. დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, გზის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მისასვლელი გზები იყოს მოწესრიგებული და გახდეს გამავალი. სავარაუდოდ, ერთ ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული. ღია ცეცხლია, რაც არ არის კარგი, მაგრამ დილით უკვე გვეცოდინება რეალური სურათი. ცეცხლის კერები არ არის დასახლებულ პუნქტთან ახლოს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა, სავარაუდოდ, მეხის დაცემისგან გაჩნდა, რადგან ადამიანებისთვის მიუვალი ადგილია და იქ ადამიანი არ ხვდება", - განაცხადა ორბილაშვილმა.