ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ჯონსონის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

"პუტინის შემოჭრის ამ საშინელ მეორე წლისთავზე ჩემთვის დიდი პატივია აქ, უკრაინაში ყოფნა. მათი დაუოკებელი გამბედაობით, ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ და განდევნიან პუტინის ძალებს - იმ პირობით, რომ ჩვენ მათ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას გავუწევთ", - წერს ჯონსონი.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.