ბორელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი, შესაძლოა, უახლოეს თვეებში გადაწყდეს

ბორელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი, შესაძლოა, უახლოეს თვეებში გადაწყდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი, შესაძლოა, უახლოეს თვეებში გადაწყდეს.

ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ბორელი აღნიშნავს, რომ დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს. ის ამბობს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას უფრო მეტი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, თუ ევროპელ ლიდერებს უკრაინის გამარჯვება სურთ, მათ უკრაინას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და სრულად არ ესმით იმის მნიშვნელობა, რაც ხდება.