ბორელი: რუსული სარაკეტო ტერორი ოდესაზე კრემლის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია

უწყვეტი რუსული სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ [ობიექტებზე] ოდესის ტერიტორიაზე კრემლის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია, რომლის დროსაც განადგურდა [ოდესის] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. უკრაინის განადგურების მცდელობისას, რუსეთმა უკვე დააზიანა ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.