საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ოკუპანტების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.
ბორელის განცხადებით, რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს.
"რუსეთი მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს", - წერს ბორელი X-ზე.