ბორელი: ევროპა უკრაინის გვერდით დგას, ის ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

მაიდანის აჯანყებამ ჩვენი საერთო ისტორია მონიშნა. უკრაინელები მაშინაც ისე იცავდნენ თავიანთ ევროპულ არჩევანს, როგორც ახლა. თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის. ევროპა უკრაინის გვერდით დგას. მაშინ, ახლა და მომავალში - უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.

დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა.