ბოლტონი: ზელენსკისა და უკრანის ტრამპისეული დახასიათება ყველაზე სამარცხვინოა

ზელენსკისა და უკრაინის ტრამპისეული დახასიათება ყველაზე სამარცხვინოა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ოდესმე გამოუთქვამს. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ქველმოქმედება, ჩვენი ცხოვრების წესი ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებულია ჩვენს სიძლიერეზე საზღვარგარეთ

წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი X-ზე და ეხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.