ბოკუჩავა: აქციები აჩვენებს - როცა ივანიშვილი 1-ს სცემს 100 გამოდის, 10-ს აკავებს 1000 გამოდის

დღეს ევროპის გული ნამდვილად საქართველოში ძგერს. ქართველი ხალხი ნამდვილად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი გახდება საქართველო, მას შემდეგ რაც რუსულ კანონთან ერთად მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას... აქციები გვიჩვენებს იმას, რომ როცა ივანიშვილი ერთს სცემს 100 გამოდის, 10-ს აკავებს 1000 გამოდის. ამ რეპრესიებს ექნება უკუ ეფექტი.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბარში.