ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ხვდება

ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ხვდება

ვაშინგტონთან ოცნების დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკაში იმყოფება და ამ წუთებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ხვდება. მთავარეპისკოპოს იაკობისა და ჯეიმს ობრაიენის შეხვედრის შესახბ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი. საუბრის შინაარსი რომ პოლიტიკურიც იქნება, ამას თავად მღვდელმთავარი უყვება მრევლს.

//

ვიზიტის ოფიციალური მიზანი კი კიბერუსაფრთხოების პროგრამაა, რომელიც საპატრიარქოს უნივერსიტეტში ამერიკის 4 მილიონიანი დაფინანსებით შეიქმნა. იაკობი ოცნების ნდობითაა აღჭურვილი, გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, ობრაიენი კი ის მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკია, რომელიც სანქციებზე მუშაობდა და ივანიშვილი თბილისში ყოფნისას არ შეხვდა.