ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ეკონომიკის, დემოკრატიის გაძლიერებისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით საქართველოს ძალისხმევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორის საქართველოს ისტორიული მიღწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კუთხით. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველო წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.
ამ დღეს, როცა ქართველები ყველგან ზეიმობენ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის ხალხს ასე ძალიან სურს და რომელსაც იმსახურებს.
წერს დამოუკიდებლობის დღის მილოცვის წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.