ბლეიზ მეტრეველი ბრიტანული საგარეო დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება

ბლეიზ მეტრეველი ბრიტანული საგარეო დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. იგი ოფისს ოქტომბერში ჩაიბარებს, მას შემდეგ, რაც მოქმედი დირექტორი რიჩარდ მური თანამდებობას ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.

პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა მეტრეველის დანიშვნა "ისტორიულ მოვლენად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ დროს, როდესაც ბრიტანეთი "უპრეცედენტო საფრთხეების" წინაშეა.

როგორც Financial Times წერს, მეტრეველის გვარი მის ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს. გამოცემის ცნობით, ის არაბულ ენას შესანიშნავად ფლობს და ახლო აღმოსავლეთში მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება აქვს. 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მეტრეველი ასევე მსახურობდა შიდა დაზვერვის სააგენტოში და ხელმძღვანელობდა K დეპარტამენტს, რომელიც რუსეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზეა პასუხისმგებელი.