ბითაძე: სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან საქართველოსთვის არაფერი მოუტანია

ბითაძე: სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან საქართველოსთვის არაფერი მოუტანია

ქართული ოცნების პარლამენტარის, მაია ბითაძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს "რეალობაში არაფერი მოუტანა". ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი აზრით, სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი განცხადებაა.

იგი ასევე ამტკიცებს, რომ ოცნების ხელისუფლების ძალისხმევა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა მიეღოთ, ვაშინგტონის მხრიდან უგულებელყოფილი იყო.

"პირველ რიგში, როდესაც საქართველო აშშ-ის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს. რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა არაფერი მოუტანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ითხოვდა გაძლიერებულიყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის, ფენების აღდგენის, უვიზო მიმოსვლის თაობაზე, მაგრამ ეს ჩვენ ვერ ვიხილეთ", - თქვა ბითაძემ.