ბერბოკი: ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია

ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. დიდი გამბედაობითა და მონდომებით, უკრაინა ყველა ჩვენგანის თავისუფლებას იცავს. ამ გზაზე კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია.

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

დღეს ბერბოკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია.