ბეიჯინგის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ბეიჯინგის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში მდებარე საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა.

ხანძარი ჩანგფენგის საავადმყოფოში სამშაბათს, 18 აპრილს გაჩნდა. დაღუპულთაგან 26 საავადმყოფოს პაციენტი იყო.

ხანძრის შედეგად დაშავებული 39 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პირველადი გამოძიების ცნობით, ხანძრის მიზეზი ერთ-ერთ პალატაში სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული აალებადი საღებავი მასალა გახდა.

ეს 2002 წლის შემდეგ ბეიჯინგში ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარია.

ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელ WeChat-ში უკმაყოფილებას გამოთქვამდა ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ. რაც გამოცემა Reuters-ის ცნობით, ამ ქსელში ხანძრის შესახებ ცნობებზე ცენზურა ვრცელდებოდა ან იშლებოდა.

„ადგილზე სამაშველო სამუშაოები 3.5 საათში დასრულდა, მაგრამ საზოგადოებამ იცოდა, რომ 21 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, როცა უკვე საღამოს 8 საათი იყო. ძალიან დამაბნეველია, რომ ოფიციალურ განცხადებამდე, ცოტა ინფორმაცია ვრცელდებოდა 21 ადამიანის დაღუპვის შესახებ ისე მჭიდროდ დასახლებულ დიდ ქალაქში, როგორიც ბეიჯინგია“ - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.