გამთენიისას ბათუმში, სასტუმრო ორბი სითის შენობის 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.