ბათუმში მოქალაქეებს აკავებენ - დაკავებულებს შორის არიან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე

ბათუმში მოქალაქეებს აკავებენ - დაკავებულებს შორის არიან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე

პოლიცია ბათუმში აქციაზე მოქალაქეებს აკავებს. დაკავებულებს შორის არიან ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.

ადგილზე ხმაურია. ელენე ხოშტარია პლაკატის გაკვრას ცდილობდა, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პარტიის ერთ-ერთი წევრის ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, პოლიციელები ვერ განმარტავენ, რატომაა დაკავებული გიორგი კირთაძე. რამდენიმე წუთის წინ დააკავეს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძე და ძლიერეი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლიშვილი.