შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1972 წელს დაბადებული კაცი ბათუმში ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2 000 ლარი გასტაცა.
მათი ცნობით, ბრალდებული მიმალვის მცდელობისას პოლიციელებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით ისროლა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.