ბათუმელები: ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა

ბათუმელები: ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა

გამოცემა ბათუმელები თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერმა გადაუარა.

მათი თქმით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.

ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.