ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ. როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ პოლიციის შენობას, რის შედეგადაც დაიღუპა 13 პოლიციელი.
აქციის მონაწილეები კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფა.
2018 წელს სტუდენტების პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ კვოტების სისტემა შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ივნისში ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ვეტერანთა ნათესავების სარჩელი დააკმაყოფილა და კვოტების სისტემა კვლავ აღადგინა.