ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ივანიშვილს, გომელაურს, სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ივანიშვილს, გომელაურს, სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა.

მაღალჩინოსნების სიას, რომლებსაც სავიზო სანქციები დაუწესდათ, X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აქვეყნებენ.

ლიეტუვაში, ლიტვასა და ესტონეთში შესვლა ეკრძალებათ:

  • ბიძინა ივანიშვილს
  • ვახტანგ გომელაურს
  • შალვა ბედოიძეს
  • იოსებ ჭელიძეს
  • ალექსანდრე დარახველიძეს
  • გიორგი ბუთხუზს
  • ზვიად ხარაზიშვილს
  • მილერი ლაგაზაურს
  • მირზა კეზევაძეს
  • ვაჟა სირაძეს
  • თეიმურაზ კუპატაძეს

1-ელ დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დაუწესონ ერთობლივი სანქციები მათ, "ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში".