ბაიდენი: ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინამ NATO-ში შესვლა შეძლოს

არ მგონია, რომ NATO-ში ერთსულოვნება იყოს საკითხზე, უნდა მოხდეს თუ არა უკრაინის NATO-ს ოჯახში შეყვანა ახლა, ომის მიმდინარეობისას. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვა. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ. თუ ომი გრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვართ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინას ჰქონდეს კვალიფიკაცია და მან შეძლოს NATO-ში შესვლა. NATO-ში გასაწევრიანებლად არსებობს სხვა პირობებიც, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, მათ შორის დემოკრატიზაცია და რიგი სხვა საკითხები. მანამდე, სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, შეერთებული შტატები მზად იქნება უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება, როგორსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისრაელისთვის, მათ შორის საჭირო იარაღის მიწოდებას და უზრუნველყოფას, რომ მათ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება.

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.