ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა. გვიან ღამით, სოფელ როხში 3 ნიღბიანი ადამიანი ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა.
ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ოჯახის წევრებს. როგორც ფორმულასთვის ცნობილია, ერთ-ერთი ოჯახის წევრი კლინიკაშია გადაყვანილი.
უცნობმა პირებმა 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს.
მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.