ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 9000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში დაფიქსირდა.