ავღანეთში ბოლო ერთ კვირაში რიგით მესამე მიწისძვრა მოხდა

ავღანეთში ბოლო ერთ კვირაში რიგით მესამე მიწისძვრა მოხდა

ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში, ჰერათში მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრე 6,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეს ბოლო 8 დღეში რიგით მესამე მიწისძვრაა.

დგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არის მსხვერპლი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი დაშავდა დაახლოებით 100 ადამიანი და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გასულ კვირას დამანგრეველ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 2 053 ადამიანი ემსხვერპლა. Unicef-ის განცხადებით, დაღუპულთა 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვი იყო.