პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რეალობას აცდენილს უწოდებს და ამბობს, რომ ეს "პირადი ბრაზის" გამოხატულებაა.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით და რომელიც, სამწუხაროდ, აცდენილი არის ხოლმე რეალობას, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს. ასეთი ტიპის პწკენები უფრო ტოვებს ხოლმე ისეთ აღქმას, რომ ეს არის გარკვეული პირადი ვენდეტა, ბრაზი, რომელიც უნდათ, რომ გამოხატონ რეზოლუციის სახით. ზოგიერთი ამ დეპუტატებისგან ცოტა ხანში, ალბათ, აღარც იქნებიან ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან და დაიძინებენ. ასეთი თავქარიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ რამე განსაკუთრებულ დატვირთვას ჩვენ ასეთ რეზოლუციას არ ვაძლევთ", - ამბობს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტში ახლახან მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. გარდა ამისა, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუციის შესწორება, რომელიც უვიზო რეჟიმს უკავშირდება.
ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი "განაახლე", მეორესი კი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები", რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
ანა ფოტიგას მიერ წარდგენილი შესწორება მოიცავს ორ პუნქტს:
პოლიტიკური ჯგუფის "განაახლე" შესწორება მოიცავს 3 პუნქტს:
თავდაპირველად, ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის 5 სამუშაო პროექტი იყო წარმოდგენილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა საერთო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს.