ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 300 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ორ წყარო დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ დახმარების ახალი პაკეტი ძირითადად დამატებით საბრძოლო მასალას შეიცავს. სამხედრო პაკეტში, სავარაუდოდ, უფრო მეტი HIMARS-ი და სხვა ტიპის საბრძოლო მასალა შევა. უკრაინისთვის ახალი სამხედრო ტექნიკის გამოყოფა აშშ-ის ჯარის მარაგებიდან მოხდება.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი შეიძლება უკვე დღეს გამოცხადდეს. ამასთან, პაკეტის მოცულობა და შინაარსი შესაძლოა შეიცვალოს იქამდე, სანამ მას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა, რომ დამატებით უსაფრთხოებას და კრიტიკულ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გაუწია 36.9 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება.