აშშ უკრაინას $425 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. თეთრი სახლის ცნობით, ამ საკითხზე ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, "ჰაერი-მიწა" საბრძოლო ტიპის მასალებს, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას.
ზელენსკიმ აშშ-ს, კონგრესის ორივე პალატას და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, ბაიდენს "გამარჯვების გეგმაზეც" ესაუბრა, რომელიც მან დღეს, 16 ოქტომბერს წარადგინა.