დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა იმ 400-მდე ინდივიდსა და კომპანიას, რომლებიც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიდნენ.
აღნიშნული სანქციები განსაკუთრებით ეხებათ მათ, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთისთვის იარაღისა და აღჭურვილობის შეძენაში, რაც ხელს უწყობს სანქციების თავიდან აცილებას და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის შენარჩუნებას.
აშშ-ს ხაზინამ გამოავლინა ქსელები შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში, რომელიც რუს ოლიგარქებს საშუალებას აძლევდა დაეფარათ თავიანთი ჩართულობა დასავლურ ფირმებში სატრასტო ფონდების მეშვეობით და ამასთანავე მოსკოვისთვის ნახევარგამტარების შესყიდვის საშუალებას აძლევდა.
სანქცირებულთა შორისაა იტალიის მოქალაქე, ჯულიო სფოგლიეტი. იგი ზედამხედველობდა ერთ-ერთ ქსელს, რომელიც რუსეთს თურქეთში იარაღის შეძენის საშუალებას აძლევდა. ხოლო მორიგი ქსელის საშუალებით, თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ კონგში, სანქცირებული რუსული კომპანია Promtech-ისთვის იარაღების გადაცემა ხდებოდა.
გარდა ამისა, სიაში შედიან ომპანიები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთში სანქცირებული ნივთების იმპორტში.