მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით, ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებს გამართავს.
გუშინ, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ვიზიტით სურს, დაადასტუროს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.