აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა, რომელიც კელოგს დედაქალაქის სადგურზე შეხვდა.

ერმაკის თქმით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, უკრაინელი ხალხის დაცვა და აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, უკრაინა უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას — „მშვიდობა ძალის გზით“.

კელოგის ვიზიტი უკრაინაში ერთ კვირას გასტანს. ვიზიტისას იგი გაეცნობა რუსეთის სამხედრო პოტენციალისა და უკრაინული არმიის შესაძლებლობების შეფასებებს.