გარვცელებული ცნობებით, დაღესტანში განვითარებული მოვლენების პარალელურად სროლა იყო რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუს საგუშაგოსთან.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
ვრცელდება ცნობები, რომ სროლა იყო აფხაზეთის ერთ-ერთ რაიონშიც.
რაც შეეხება დაღესტანს, შეიარაღებულმა პირებმა სინაგოგას, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 პოლიციელია. დაჭრილია 13 ადამიანი.