პოლიტიკაში სამჯერ დაბრუნებული ივანიშვილი ჯერჯერობით საჯაროდ არ ჩანს. ფორმალურად არც ქართული ოცნების პარტიული წესდება შეცვლილა, რომელშიც ოლიგარქი საპატიო თავმჯდომარედ უნდა ჩაწერილიყო. რამ აიძულა ჩრდილიდან გამოსვლა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომელიც მეორე წასვლის შემდეგ, დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავდა? იმუნიტეტი სანქციებისგან თუ წინასაარჩევნო ინტერესი? ქართული ოცნების კომენტარები ივანიშვილის მიმართ ქებას ვერ გაცდა.