"არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, კი ევროპას" - პარლამენტთან აქცია განახლდა

"არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, კი ევროპას" - პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია იმართება. ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი - ისინი სკანდირებენ "არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, კი ევროპას".

აქციის მონაწილეები პარლამენტთან სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ - მაგალითად სტუდენტების ნაწილი მსვლელობით უნივერსიტეტიდან მივიდა, ნაწილი ექსპო ჯორჯიადან, ასევე აქციას შეუერთდნენ ექიმები, რეზიდენტები და ექთნები, რომლებმაც აქცია პარლამენტთან 18:00 საათზე დაიწყეს.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.