რუსული ინტერესები და რუსული ჰესი - ყაზბეგში რომლის მშენებლობის განხილვასაც მოხევეებში დიდი ხმაური მოყვა. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაშია მხილებული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მერიის წარმომადგენლები ხეობაში, სადაც თერგი მილებში უნდა დაამწყვდიონ - კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ჰპირდებიან რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დენი უფასო ექნებათ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას სასაზღვრო რეგიონში, ლარსი ჰესსა და დარიალი ჰესს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე უკვე ფლობს. იგივე სქემაა ახალი ჰესის მშენებლობის საქმეშიც. კომპანია, რომელიც ჰესის აშენებითაა დაინტერესებული - ოფშორშია დარეგისტრირებული. კამარა ენერჯის 100%-ის მფლობელი კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორები - ლევან მატუა, გიორგი კუხალეიშვილი და სულხან პაპაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და ბიზნესპარტნიორია.