"არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას" - ლანდსბერგისი რუსულ კანონზე

"არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას" - ლანდსბერგისი რუსულ კანონზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას.

"უცხოური გავლენის"კანონი, რომელმაც საქართველოში დისკუსიები და პროტესტი გამოიწვია, ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას არ შეესაბამება. თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიიღოს ისეთი კანონები, როგორიც მას სურს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. არავინ ცდილობს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვას.

თუმცა, სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი, აქტიურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, აქტიურად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და სხვა ნაბიჯებს დგამს, უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ, რომელშიც გაწევრიანება სურს.

წარსულში მთავრობასა და პარლამენტში გაბატონებულმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მსგავსი კანონის განხილვა, რომ კვლავ დაბრუნებოდა ევროკავშირთან კონსტრუქციული დისკუსიის გზას. მინდა, მჯეროდეს, რომ არ არის გვიან. ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, ეს გზა აღარ გააგრძელოს", - ამბობს ლანდსბერგისი.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.