უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი ისე რჩება, როგორც ორი წლის განმავლობაში იყო. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
"ამჟამად, ყველაფერი ისე რჩება, როგორც მთელი ამ ორი წლის განმავლობაში იყო. თუ იქნება საკადრო გადაწყვეტილებები მიღებული, ჩვენ ამას განვიხილავთ, მაგრამ ეს არის უკვე მეათე შემთხვევა, როდესაც აქტიურად ვახდენთ განხილვად გადადგომისა ან არგადადგომის საკითხებს სხვადასხვა რანგის გენერლებთან", - აღნიშნა მან.
გამოცემა Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ მთავარი სამხედრო მეთაურის, ვალერი ზალუჟნის გადაყენებას გეგმავს.
როგორც გამოცემა წერდა, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენება, რომელსაც პრეზიდენტთან რიგ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა, მოჰყვება უკრაინის გასული წლის კონტრშეტევას, რამაც ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი დაბრუნება დაბრუნება ვერ უზრუნველყო.
ზელენსკის ოფისთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ ზელენსკი და ზალუჟნი ვერ შეთანხმდნენ ახალ სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ეწინააღმდეგება ზალუჟნის წინადადებას 500 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზაციასთან დაკავშირებით. როგორც წყაროები ამბობენ, ზელენსკის მიაჩნია, რომ შეიარაღებულ ძალებში საკმარისი შემადგნელობაა, რომელთა გამოყენებაც უფრო ეფექტურად შეიძლება.