რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.
სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.