აქტივობა 15:00 საათზე: 41.62%-ია, 2020 - 36.45%; 2016 - 34.79%; 2012 - 44.99%

აქტივობა 15:00 საათზე: 41.62%-ია, 2020 - 36.45%; 2016 - 34.79%; 2012 - 44.99%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.62% შეადგინა.

ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 1 454 837 ადამიანი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.

2016 წელს - 34.79% იყო.

2012 წელს - 44.99%.