პირველი იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონების რეკორდული რაოდენობა - 90 დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 90 დრონიდან უმეტესობა, 87 გაანადგურეს.
"ყველას დიდი მადლობა შრომისთვის! ერთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს ცის დამცველებმა 45 შაჰედი გაანადგურეს, დღს - 87! დავიცვათ ცა! ერთად - გამარჯვებამდე!", - აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
რუსულმა ძალებმა ახალი წლის ღამეს იერიში მიიტანეს ხარკივის ოლქზე, ლვივზე, ოდესაზე, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.