მოსკოვი საქართველოს სანქციებისგან თავის არიდებისა და სანქცირებული ტვირთების გადაადგილების ტერიტორიად ხედავს. გარდა ამისა, სულ უფრო ცხადი ხდება, რა დამატებითი მიზნები აქვს პუტინის ბრძანებით დაწყებულ პირდაპირ ავიამიმოსვლას - ესაა რუსეთის მოქალაქეების თბილისის გავლით ევროპაში ჩაყვანა. საზოგადოებამ Georgian Airways-ის ახალი ფუნქციის შესახებ რუსეთიდან შეიტყო. კომპანიის ხელმძღვანელმა ინტერვიუ რუსულ მედიას მისცა.